საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ძალებმა 13 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა. განცხადება სოციალურ ქსელში კაია კალასმა გაავრცელა.  „ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შეფერხებას როგორც ზღვაში, ისე დიპლომატიური საშუალებებით,“ – წერს კალასი. მისივე თქმით, ორშაბათს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ახალ სანქციებს  დაუწესებენ. მისი თქმით, სანქციები ბანკებსა და იმ კომპანიებს დაუწესდებათ, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს მხარს უჭერენ.