სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია, მისი შეფასებით, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ფიცოს თქმით, ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებასთან ყველაზე ახლოს არის.
„ევროპა სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგას“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერით, მისი შეფასებით, კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს.
ფიცომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არც სლოვაკეთის და არც ნატო-ს ომი არ არის.