“ აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ითვალისწინებს, “ – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზეა   განთავსებული.   აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, „დემოკრატმა“ გრეგორი მიკსმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ისახავს.

კანონპროექტის თანაავტორი წარმომადგენელთა პალატის კიდევ 17 წევრია.  კანონპროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის  მიერ რუსულ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კრძალავს, აუქმებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის   მიერ გაცემულ ზოგად ლიცენზიებს და ახალი ლიცენზიების გაცემას კრძალავს.  ასევე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებს, რომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.   ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა   განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.