ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერიმ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ევროკავშირის ქვეყნების საპასუხო ზომებზე ისაუბრა. მანვე კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე და განაცხადა: “თუ არ მეშლება, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”. აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

,,საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი”, – წერს შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.