სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან ღირსეული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

რაც ვიცით თანამშრომლებისგან, ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი,”- ამის შესახებ სუს-ში განაცხადეს.