ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ დღეს მხარეები მხოლოდ ბირთვულ საკითხს განიხილავენ.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: სანქციების მოხსნა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება,” – აღნიშნა ბაღაიმ.