უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს ჟენევაში გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას 26 თებერვალს, ჟენევაში გამართავს.
„პირველი საკითხი კეთილდღეობის პაკეტი ანუ უკრაინის აღდგენის პაკეტი იქნება და ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას შეეხება და ვფიქრობ, იგი მარტის დასაწყისში გაიმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება.