ირანის პარლამენტის სპიკერისა და აშშ-სთან მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის   განცხადებით,  ირანი არ მიიღებს აშშ-სთან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას, თუ არ ექნება გარანტია, რომ ირანელი ხალხის უფლებები და ინტერესები დაცული იქნება.   მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ირანი პრაქტიკულ და რეალურ შედეგებს დაინახავს და არა მხოლოდ დაპირებებს.