„პარტიზანი მებაღეების“ ცნობით პანორამა თბილისის მისასვლელი გზისთვის 600 საღი ხის მოჭრა მიმდინარეობს. ამის შესახებ„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა  ნატა ფერაძემ რადიო „მაესტროს“  ეთერში  განაცხადა.მისი თქმით ხეების ჭრა ნებართვის საფუძველზე 20  ნოემბერს დაიწყო:

„ ამ წუთებშიც  ადგილზე ვარ, აქ არის უამრავი მოჭრილი ხე და კიდევ უფრო მეტი წითლად მონიშნული. ვნახეთ ტენდერების გვერდი სადაც ნებართვა გაცემულია 600 საღი ხის მოჭრაზე. ჯერ 600-ივე ხე არ არის მოჭრილი.  ამ წუთებში ვცდილობთ დავთვალოთ რამდენი ხე არის მოჭრილი,თუმცა ძალიან დიდი მასივია და დათვლას დიდი დრო დაჭირდება. ჩვენ ვრჩებით სადარაჯოზე რომ ხის ჭრა შეჩერდეს“-განაცხადა ნატა ფერაძემ.

ფერაძე ამბობს, რომ მათი მოძრაობა  იწყებს   სამართლებრივ ბრძოლას „საკმაოდ ბევრი ხარვეზი იკვეთება“-განაცხადა ფერაძემ . „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელის განმარტებით თბილისის მერიასთან ხვალ 13 საათზე ხეების ჭრის შეჩერების მოთხოვნით  აქციაც იგეგმება:

 

„პარალელურად გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტაცია და საია -სთან ერთად ვაპირებთ რომ ერთად ვიბრძოლოთ, ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას, იკვეთება ძალიან ბევრი დარღვევა,მოსახლეობის აღშფოთება არის  უკვე ზღვარს გადასული,აუცილებლად აგორდება დიდი საპროტესტო ტალღა“-განაცხადა ფერაძემ